თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების, მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს . დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. დღესვე ბრალდების მხარის სამი მოწმე გამოიკითხება, რომლებიც სამართალდამცველები არიან. გამოძიება ბრალდებულებს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას ედავება, დაკავებულები კი ბრალს არ აღიარებენ.
„პროცესზე დასაკითხი პირებიდან არცერთი მათგანი არ ახსენებს ბეჟან ლორთქიფანიძეს წერილობით ჩვენებებში. უფრო მეტიც, მოცემულ საქმეზე ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი ბეჟან ლორთქიფანიძის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის. ბეჟანი დააკავეს იმ ფაქტებზე, როდესაც ის ცდილობდა მიშველებოდა მიტინგის სხვა მონაწილე პირებს ვინც პოლიციიის კორდონში უფორმო პირებმა შეითრიეს და ვინც ძალადობდნენ მოქალაქეებზე,“ - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.