logo
ENG



სასამართლოში სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

10 ნოე 202113:29
3 წუთის საკითხავი
 
სასამართლოში სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ელიეშვილი განიხილავს.

მესამე პრეზიდენტს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო დარბაზში მის გადაყვანაზე უარი თქვა. უწყების თქმით, სააკაშვილი იმიტომ არ გადაჰყავთ, რომ შესაძლოა, მოხდეს "დესტრუქცია" და ხელი შეუშალონ.

უფლებადამცველები ითხოვდნენ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში ჩატარებულიყო და მას თავად დასწრებოდა.

გუშინ, 10 ნოემბერს, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ. ადვოკატის თქმით, პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოსთვის უარი ეთქვა, თუმცა, უწყებამ სასამართლოს მოთხოვნა მაინც არ დააკმაყოფილა. 

პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან პოლიტიკოსები და მოქალაქეები. აღასანიშნავია, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

თბილისის საქალაქო სასამართლო  7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეს განიხილავს. 

ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარეს.


close დახურვა