logo
ENG



სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმის განხილვა განახლდება

24 იან 202009:36
3 წუთის საკითხავი
 
t765jun80k4c4cx.jpg

თბილისის საქალაქო და უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების პროცესი გაიმართება.

საქმის ადვოკატი, ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ პროკურატურა თავად არ არის ჩამოყალიბებული. მისივე თქმით, ისინი მსჯელობენ, არის თუ არა მე-11, სასიკვდილო ჭრილობა ორი ადამიანის მიყენებული. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ საპროცესო შეთანხმება, რომელიც სარალიძის საქმეში მიაღწიეს, აღარ განმეორდება. 

"ორი სასამართლო პროცესი მიმდინარეოს. ერთი კალანდიას მიმართ და მეორე უზენაეს სასამართლოშია ჩანიშნული.  ძალიან კურიოზულ სიტუაციაში ვართ. ერთ შემთხვევაში პროკურატურა ითხოვს გუგა ბარბაქაძის სარალიძის მკვლელად აღიარებას და დასჯას. მეორე შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში აწარმოებს სასამართლო სხდომას, სადაც კალანდიას აღიარებას და დამნაშავედ ცნობას ითხოვს. გამაჩნია უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ფაქტობრივად ეს გარიგება არის ხელისუფლებასა და სარალიძეს შორის, ამას არ უნდა შეეგუსო ქართველი ერი“, - აცხადებს ადვოკატი. 


close დახურვა