logo
ENG



სასტიკი დანაშაული ბორჯომში

03 მაი 202220:32
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომში კაცს, რომელსაც ბრალად ცოლის მკვლელობის მცდელობა ედება, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 47 წლის კაცმა აღიარა, რომ სამზარეულოს დანით 37 წლის ქალს 16 ჭრილობა მიაყენა. ამ დროს სახლში იმყოფებოდა 10 წლის ბავშვიც. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრიცა აქვს დადებული. მომხდარის შემდეგ ირკვევა, რომ ქალზე ქმარი წლებია, ძალადობს, რის შესახებაც დაზარალებულმა პოილიციას ორი წლის წინ მიმართა. დაჭრილი ქალი ახლაც კლინიკაშია.


close დახურვა