კახეთში სანადირო თოფით სიცოცხლეს გამოასალმეს ორი ადამიანი. ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის ნათესავია დაკავებული.
ერთ-ერთ ვერსიად მიწის ნაკვეთის გამო დავა სახელდება. ბრალდებული მიიმალა, მაგრამ მალევე დაიჭირეს. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.