ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას ისტორიული სიტყვით მიმართვა. „უკრაინა იქნება თავისუფალი“ - თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა და უკრაინისთვის მომდევნო კვირებში დამატებითი შეიარაღების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. რადაში ბორის ჯონსონის ხმის პარალელურად, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეტევა არ წყდება, რუსული არმია ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს. ამასთან აზოვსტალი და სხვა სტრატეგიული ადგილები ისევ აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება.
სასტიკი ომის 69-ე დღე
03 მაი 202220:10
3 წუთის საკითხავი