logo
ENG



სასტუმრო ამბასადორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, დაწყებულია გამოძიება

31 მარ 202321:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/31/ryfudmw0luu4km6.jpg

თბილისში, სასტუმრო ამბასადორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის მიზეზები უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა