logo
ENG



სასტუმროები, რესტორნები, კლინიკები - უკრაინელებს საქართველოში დახმარებას სთავაზობენ

24 თებ 202216:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/rqku9mzohjurnaj.jpg

სასტუმროები, რესტორნები, კლინიკები, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები საქართველოში უკრაინელებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ.

Facebook-ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ათასობით ადამიანი სხვადასხვა რეგიონიდან წერს, რომ მზად არიან, საკუთარ სახლებში საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელები მიიღონ.

უკრაინელებს უფასო დასარჩენს სთავაზობენ სასტუმროები, ჰოსტელები და საოჯახო ტიპის სასტუმროები.

უფასო კვებას სთავაზობენ რესტორნები და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას - კლინიკები. მათ დახმარებას სთავაზობს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაც:

 


close დახურვა