logo
ENG



სასულიერო პირები ზიარების წესსა და პანდემიაზე მსჯელობენ

24 მარ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოში ისევ შეკრებაა. მაღალი სასულიერო პირები, „ფორმულას“ ინფორმაციით, ზიარების წესსა და პანდემიაზე მსჯელობენ.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სინოდის წევრებს შორის განხეთქილებაა. მიტროპოლიტთა ნაწილი საჯაროდ მოუწოდებს მრევლს, სახლში დარჩენის მკაცრი რეკომენდაცია დაიცვან. ქვეყნის გარეთ არსებული ეპარქიის წინამძღვრები ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვებს ითვალისწინებენ და წირვა-ლოცვას მრევლის გარეშე ატარებენ.

საქართველოს მთავრობას კი დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა დაკონკრეტება, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება ეხება ყველას დახურულ და ღია სივრცეშიც. 


close დახურვა