logo
ENG



სასულიერო პირის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა

04 მარ 202320:38
3 წუთის საკითხავი
 
კადრი: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის იარაღი - დანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ინფორმაციით, მათ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის იარაღი - დანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა