logo
ENG



სასულიერო პირს, ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარისთვის, ბრალი წარედგინა

10 იან 202018:09
3 წუთის საკითხავი
 
vxkjf15k1ev5dsv.jpg

 

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს ბრალი, ხუთი შვილის დედის მიმართ, განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე, წარედგინა.

როგორც „ფორმულას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სასულიერო პირს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მათივე ცნობით, გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთება.

შეგახსენებთ, რომ ნინო გორგოშიძე, ყოფილ მეუღლეს 13 წლიან ძალადობაში ადანაშაულებს. გორგოშიძე შს სამინისტროსა და საპატრიარქოს უმოქმედობაში ადანაშაულებს, რადგან მიუხედავად რამდენიმეწლიანი მიმართვისა, მის ყოფილ ქმარს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია და არც სასულიერო მოღვაწეობაში შექმნია დაბრკოლება.

 


close დახურვა