logo
ENG



სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება - რა რეკომენდაციები შემუშავდა სკოლებისთვის

14 აგვ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.

როგორც დგებუაძემ განმარტა, სიტუაციის გასაკონტროლებლად, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის შედეგად, გარკვეული რეგულაციები შეიმუშავა. 

ფორმულა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ რეგულაციებს გთავაზობთ: 

მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;

შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლითთერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა

•​ პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;

სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ

•​ ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;

სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;

• ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:

• თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
• განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
• განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
• საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
• სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
• სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.

 


close დახურვა