ბაღდათში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ფორმულას გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ექიმი თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, ხოლო გარდაცვალება დადგა სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით.
"მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. გუშინ ღამით, კოვიდით გარდაიცვალა 45 წლის ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი. მედიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოხერდა მისი გადარჩენა", - აცხადებენ უწყებაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 1 262. NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 589 PCR ტესტი ჩატარდა.