logo
ENG



სასწრაფო დახმარების ორ ექიმსა და 3 მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

22 აპრ 202022:13
3 წუთის საკითხავი
 
b8gd2syg9c0nmlq.jpg

„ფორმულას“ ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ექიმები ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ და კორონავირუსი სწორედ კარნატინიდან გამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ.

სასწრფო დახმარების ორთაჭალის ფილიალი მას შემდეგ დაიხურა, რაც იქ მომუშავე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება.

დაინფიცირებული ექიმის ბოლო სამუშაო დღე 31 მარტი იყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ორთაჭალის ფილიალში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 579. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათშორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა