logo
ENG



სასჯელაღსრულების დაწესებულებები კვლავ ყაზარმულ რეჟიმში რჩებიან

01 ივნ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კვლავ ყაზარმულ რეჟიმში რჩებიან. 

მისივე თქმით, ციხეების თანამშრომლებს ამ რეჟიმში მუშაობა კიდევ 2 კვირის განმავლობაში მოუწევთ. 

"რაც შეეხება პენიტენციურ სამსახურს, დავიწყეთ როტაცია და მანამ სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ პანდემია მსოფლიოში არის დასრულებული, ჩვენ თანამშრომლები გვეყოლებიან ყაზარმულ სისტემაზე. მიუხედავად ამისა, მათ არ მოუწევთ უფრო მეტი ხანი გაჩერდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდრე 2 კვირა",-განაცხადა თეა წულუკიანმა.  


close დახურვა