logo
ENG



სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ ოლენივკას ციხე ოკუპანტებმა შიგნიდან ააფეთქეს - უკრაინული მედია

31 ივლ 202212:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/31/jk3fuwbmdqi0t9j.jpg

უკრაინული მედია აცხადებს, რომ ოლენივკას ციხიდან გავრცელებული უახლესი ფოტოები ცხადჰყოფს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ციხე შიგნიდან ააფეთქეს.

29 ივლისს დონეცკში არსებულ ოლენივკას ციხეზე, სადაც რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იყოფებოდნენ თავდასხმა მოხდა. შედეგად სულ მცირე 53 უკრაინელი დაიღუპა, 75-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთი ციხეზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შენობა ამერიკიდან მიღებული HIMARS რაკეტით მოხდა.

სატელიტური ფოტოები ამერიკული გამოცემა Politico-ს ჟურნალისტმა ქრისტოფერ მილერმა გამოაქვეყნა.

კიევის თქმით, გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ცხადჰყოფს, რომ დონეცკში ციხე რუსმა სამხედროებმა შენობის შიგნიდან ააფეთქეს.

მილერმა გამოაქვეყნა Maxar satellite-ის მიერ თავდასხმამდე (27 ივლისს) და ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები (30 ივლისით დათარიღებული).

უკრაინული მედიის თქმით, თავდასხმის შემდეგ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ციხის სახურავი შიგნიდანაა დაზიანებული და შენობის სახურავზე არ ჩანს ისეთი დაზიანების ნიშნები, რასაც HIMARS-ის რაკეტით თავდასხმა გამოიწვევდა.

ოლენივკას გამოსასწორებელი კოლონია - 27 ივლისი (თავდასხმამდე)

ოლენივკას გამოსასწორებელი კოლონია - 30 ივლისი (თავდასხმის შემდეგ)

29 ივლისის ღამით დონეცკში,  ოლენივკას გამოსასწორებელი კოლონიის ყოფილ შენობაზე თავდასხმა მოხდა.

ციხე, რომელშიც აზოვსტალის ქარხნიდან რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, განადგურდა.

თავდასხმის შემდეგ რუსეთმა ციხეზე შეტევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალები დაადანაშაულა. უკრაინამ კი განაცხადა, რომ  ოლენივკაზე თავდასხმა მორიგი რუსული ტერორისტული აქტია, რაც მიზნად ომის დანაშაულების დამალვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ისახავს.

30 ივლისს გაერომ განაცხადა, რომ მზადაა ოლენივკას ციხის დაბომბვის საქმის გამოძიებაში საკუთარი ექსპერტები ჩართოს.


close დახურვა