მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში არსებული თითქმის ყველა შენობა განადგურებულია. ეს Maxar Technologies-ის გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებში ჩანს.
დიდი ხვრელები სახურავებზე ასახავს სამხედრო თავდასხმის ნიშნებს. ზოგიერთი შენობა კი მთლიანად ჩამოშლილი და მიწასთან გასწორებულია.
ქარხნის აღმოსავლეთით მდებარე არაერთი საცხოვრებელი და სახელმწიფო შენობა ასევე განადგურებულია.
აზოვის რეჟიმის მეთაურმა სვიატოსლავ პალამარმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქარხანა ინტენსიური საარტილერიო, საჰაერო და საზღვაო თავდასხმის ქვეშაა.
„იქ სარდაფები და ბუნკერებია სადამდეც ვერ მივდივართ, რადგან ისინი ნანგრევების ქვეშაა. არ ვიცით იქ მყოფი ხალხი ცოცხალია თუ არა. იქ 4 თვიდან 16 წლამდე ბავშვებიც არიან. მაგრამ იქ ხალხი ისეთ ადგილებშია გაჭედილი სადამდეც ვერ მიაღწევ“, - განაცხადა პალამარმა.