საუდის არაბეთი უცხოელ მუსლიმებს მექასა და მედინაში ჰაჯის რიტუალზე დასწრებას უკრძალავს. ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს, მიზანი კი უსაფრთხოების წესების, მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობის შექმნა იყო.
მასშტაბურ დღესასწაულზე დასწრების შესაძლებლობა წელს მხოლოდ საუდის არაბეთში მცხოვრებ მუსლიმებს ექნებათ. ყოველწლიურად საუდის არაბეთი რელიგიურ დღესასწაულზე 3 მილიონამდე პილიგრიმს მასპინძლობს.