საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და მამაკაცები ერთად შესვლას შეძლებენ. ქვეყნის საკვებ დაწესებულებებს აღარ მოეთხოვებათ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებისთვის, ცალ-ცალკე შესასვლელების არსებობა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ სამეფოს მუნიციპალიტეტებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოაცხადა. მანამდე ქვეყანაში გენდერული ნიშნით სეგრეგაცია საკვებ დაწესებულებებსაც ეხებოდა. რესტორნებში ქალები და ბავშვები ცალკე შესასვლით სარგებლობდნენ.