logo
ENG



საუდის არაბეთში სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ქალს 45 წელი მიუსაჯეს

01 სექ 202211:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/7p9t0izu9wuypsz.jpg

აქტივისტები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებში პოსტების გამო საუდის არაბეთში ქალს 45 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ თვეში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ინტერნეტის საშუალებით ნოურაჰ ბინ საიდ ალ-ქაჰტანიმ "საზოგადოებას შორის კავშირი გაწყვიტა" და "საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია". უცნობია ქალი, რას წერდა ქსელებში.

ორგანიზაცია DAWN აცხადებს, ბრალდება ეფუძნება ტერორიზმისა და კიბერდანაშაულის შესახებ კანონებს, რომლებსაც ინტერპრეტაციის ფართო არეალი აქვთ. პროცესი სპეციალურ სასამართლოში მიმდინარეობდა, რომელიც ძირითადად ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საქმეებით არის დაკავებული. უცნობია ქალის ბიოგრაფიაც. ცნობილია, რომ ის პატიმრობაში 2021 წლის ივლისიდან იმყოფება და 45-წლიანი სასჯელი მას აპელაციის დროს გამოუტანეს.

ალ-ქაჰტანის განაჩენი მეორეა ამ თვეში, როდესაც სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ქალს ძალიან ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯეს. აგვისტოს ბოლოს სალმა ალ-შებაბს 34 წელი მიუსაჯეს ტვიტების გამო, სადაც ის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, რომლებიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდნენ.


close დახურვა