საფეხბურთო კლუბ საბურთალოდან გეტრები, ბუცები და ფორმები მოიპარეს. ასევე, წაღებულია სავარჯიშო და სათამაშო ნივთები და ძვირადღირებული მოწყობილობები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.