logo
ENG



საფრანგეთი: მსოფლიო უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის უნდა მოემზადოს

13 მაი 202214:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/13/r03ndy40r8dcive.jpg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საერთაშორისო ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის და მისი გრძელვადიანი შედეგების განხილვისთვის უნდა მოემზადონ. ამის შესახებ ლე დრიანმა G7-ის სამიტზე განაცხადა.

"ჩვენ ახლა უნდა გავუმკლავდეთ კონფლიქტს, რომელიც გაგრძელდება და შესაბამისად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავუმკლავდეთ ამ კონფლიქტის შედეგებს საერთაშორისო დონეზე და განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების სფეროში,” - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლე დრიანის თქმით, საერთაშორისო საუბრები სურსათის ფასების ზრდაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, რადგან ორგანიზაციები უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ სასურსათო კრიზისზე საუბრობენ.

"G7-ის ქვეყნები ომში არ არიან ჩართული, მაგრამ ამ ომში არის აგრესორი და მსხვერპლი და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, ვისაც თავს დაესხნენ,” - თქვა ლე დრიანმა.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ ვაისენჰაუსში მიმდინარეობს. დიდი შვიდეულის 3-დღიან სამიტს უკრაინა და მოლდოვაც ესწრება, საქართველო კი არ მიუწვევიათ.


close დახურვა