logo
ENG



საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანა

04 მარ 202422:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/e83nem8gdy3687v.png

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანა.

პარლამენტარებმა ქვეყნის 1958 წლის კონსტიტუციას იმ მოტივით გადახედეს, რათა გაამყარონ ქალების უფლება აბორტზე და მათ "გარანტირებული თავისუფლება" მიანიჭონ.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ქალის უფლებას აბორტის გაკეთებაზე.

საფრანგეთში აბორტის უფლება კანონით, 1975 წლიდან არსებობს. მას შემდეგ კანონი 9-ჯერ განახლდა, რათა ქალებისთვის პირობების გაუმჯობესება და პროცედურაზე წვდომის გამარტივება მომხდარიყო.

საფრანგეთმა შესაბამისი საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2022 წელს აბორტის უფლება გააუქმა. გარკვეულ შტატებს აქვთ უფლება ისევ აკრძალონ ეს პროცედურა და ქალებს აბორტის უფლება წაართვან. ფრანგი ქალი აქტივისტები საკითხს უკვე გამოეხმაურნენ და ის დადებითად შეაფასეს.


close დახურვა