logo
ENG



მაკრონი: საფრანგეთს უკრაინაში რუსეთის დამარცხება სურს, თუმცა არა მისი სრულად განადგურება

19 თებ 202315:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/19/zp715f7bb3t867q.jpg
ODD ANDERSEN / AFP

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, მას უკრაინაში რუსეთის დამარცხება სურს, თუმცა არა რუსეთის განადგურება.

ამის შესახებ მაკრონმა მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგიერთის სურვილი რუსეთზე თავდასხმა და მისი განადგურებაა, თუმცა "ეს საფრანგეთის პოზიცია არასდროს ყოფილა და არც იქნება".

„მე მინდა უკრაინაში რუსეთის დამარცხება და მე მსურს, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი პოზიციის დაცვა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლო ჯამში, ეს დასასრული ვერ იქნება სამხედრო გზით.

მე, კონკრეტული ადამიანებისგან განსხვავებით, არ მჯერა, რომ აუცილებელია რუსეთის სრულად დამარცხება, მასზე თავდასხმა მათსავე მიწაზე. ამ დამკვირვებლებს უპირველეს ყოვლისა რუსეთის განადგურება სურთ. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც არასდროს იქნება." - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 


close დახურვა