logo
ENG



საფრანგეთი და გერმანია თანახმა არიან, უკრაინამ რუსეთში სამხედრო ობიექტებს დაარტყას

29 მაი 202419:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/29/v3exou7oi3msym0.jpg

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლება უნდა მიეცეს. ამის შესახებ მათ 28 მაისს განაცხადეს. საუბარია სამხედრო ობიექტებზე, საიდანაც უკრაინაზე შეტევები ხორციელდება.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ NATO-ს წევრები ევროპაში ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც წარადგენენ წინადადებას, რომ უკრაინას დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის შიგნით ტერიტორიებზე გამოყენების საშუალება უნდა მიეცეს. პუტინის თქმით, ამან შეიძლება გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვსურს ესკალაცია, ეს არ შეცვლილა. მიგვაჩნია, რომ უნდა მივცეთ სამხედრო ობიექტების განეიტრალების საშუალება, საიდანაც ისვრიან ჭურვებს, საიდანაც თავს ესხმიან უკრაინას, მაგრამ არ უნდა მივცეთ რუსეთის სხვა ობიექტებზე დარტყმის უფლება, ასევე სამოქალაქო ან რუსეთის სხვა სამხედრო ობიექტებზე".

შოლცის თქმით, ის ეთანხმება მაკრონს და სანამ უკრაინა პატივს სცემს იარაღის მიმწოდებელი ქვეყნების პირობებსა და საერთაშორისო სამართალს, მას თავდაცვის უფლება აქვს.

"საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკრაინას ყველა შესაძლებლობაა აქვს იმისათვის, რასაც აკეთებს. ეს პირდაპირ უნდა ითქვას", - თქვა შოლცმა.

"უცნაურად მიმაჩნია, როცა ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას არ უნდა მიეცეს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი და მიიღოს ზომები, რომლებიც ამისათვის შესაფერისია".

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა Economist-ს, რომ ალიანსის წევრებმა უნდა მისცენ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთში ღრმად შეტევის საშუალება, რასაც მხარს უჭერს ტრანსატლანტიკური ალიანსის ზოგიერთი ევროპელი წევრი, თუმცა არა შეერთებული შტატები.


close დახურვა