logo
ENG



საფრანგეთი და იტალია უკრაინას SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაზაფხულზე გადასცემენ

04 თებ 202318:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/04/slq5urorx5us43q.jpg

საფრანგეთი და იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის იარაღს - SAMP-T-Mamba-ს საზენიტო სარაკეტო სისტემებს 2023 წლის გაზაფხულზე გადასცემენ. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე იტალიის თავდაცვის მინისტრთან გუიდო კროზეტოსთან ერთად შეთანხმდა.

„ეს უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვით თავი რუსული დრონებისგან, რაკეტებისგან და თვითმფრინავების თავდასხმისგან დაიცვას “ - განაცხადეს მინისტრებმა.

SAMP-T-Mamba არის სახმელეთო საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების და თვითმფრინავების გასანადგურებლად გამოიყენება.

ამ სისტემებს სამიზნეების აღმოჩენა, ადევნება და ერთდროულად 10 მათგანის განეიტრალება. ეს ერთადერთი ევროპული სისტემაა, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქტომბერში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და იტალიის პრემიერ მინისტრს მარიო დრაგის სთხოვა, უკრაინისთვის SAMP-T სისტემები გადაეცათ. 


close დახურვა