logo
ENG



საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა Caesar-ს გადასცემს

31 იან 202321:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/31/j4s3yti73zh3qmx.jpg

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნიუმის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა Caesar-ს გადასცემს.

პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეიარაღებას უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ. ანალოგიური ჰაუბიცებს უკრაინას დანიაც გადასცემს.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უახლოეს პერიოდში პოლონეთში 150 ფრანგ სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის, რომლებიც ზაფხულამდე 2 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნიან.

პრესკონფერენციაზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდონ.


close დახურვა