logo
ENG



საფრანგეთის ავიამზიდის ეკიპაჟის 700-მდე წევრს კორონავირუსი დაუდასტურა

16 აპრ 202009:56
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთის ავიამზიდის ბორტზე ეკიპაჟის 700-მდე წევრს კორონავირუსი დაუდასტურა. ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს.

კოვიდ 19-ზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა. ავიამზიდი „შარდ დე გოლი" ქალაქ ტულონის პორტში 12 აპრილს შევიდა. მიზეზი ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრების სიმპტომები იყო. ავიამზიდის ეკიპაჟი სრული შემადგენლობით 14-დღიან კარანტინში გადაიყვანეს. 


close დახურვა