logo
ENG



"საფრანგეთი გააგრძელებს დგომას ხალხის გვერდით" - საელჩო ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს

26 მაი 202400:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/x7m4cfpw8s0ef7s.png

საფრანგეთის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს ამ დღეს ულოცავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ევროკვშირისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - წერია განცხადებაში.

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 

 


close დახურვა