logo
ENG



საფრანგეთის ელჩი: გამჭვირვალობა სამოქალაქო ჯგუფების შევიწროების ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს

04 აპრ 202418:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/en7omo1lh756ixi.jpg

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება.

სოციალურ ქსელში გასრი წერს, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტიტუტი არ უნდა გახდეს.

"რაც შეეხება "უცხოური გავლენის აგენტის" კანონის ხელახალ შემოღებას: გამჭვირვალობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი", - წერს საფრანგეთის ელჩი.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა. 

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა