logo
ENG



საფრანგეთის პოლიციამ დუროვი წინასწარი პატიმრობიდან გაათვისუფლა და სასამართლოს გადასცა

28 აგვ 202421:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/28/df0pnbx3321rc60.jpg

Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა და სასამართლოს დაკითხვაზე გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამასთან, გამოცემა APF იტყობინება, რომ ფრანგი გამომძიებლების მიერ 4-დღიანი დაკითხვის შემდეგ, დუროვი სასამართლო ხელისუფლებას გადასცეს, რომელიც შემდგომი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა. 

ნიკოლაი დუროვის დაკავების ორდერი გაცემულია იმავე საქმეზე, რა საქმეზეც მისი ძმაა დაკავებული. ნიკოლაი დუროვი Telegram-ის თანადამფუძნებელია.

ორდერი გაცემულ იქნა "არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შენახვის, გავრცელების ან წვდომის შეთავაზების თანამონაწილეობის" საქმეზე. POLITICO აღნიშნავს, რომ ორდერი გასცეს მას შემდეგ, რაც მესენჯერმა "არ უპასუხა" სასამართლო მოთხოვნას, Telegram-ს დაედგინა მომხმარებელი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ არასრულწლოვან გოგოებს "თვითწარმოებული პორნოგრაფიის" გაგზავნას აიძულებდა. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილი ასევე ამტკიცებდა, რომ ბავშვი გააუპატიურა.

პროკურატურა მთლიანობაში 12 საქმის გამოძიებას ითხოვს. 

POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, Telegram "ფაქტობრივად არ თანამშრომლობს" როგორც ფრანგულ, ისე ევროპულ ხელისუფლებებთან.

პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. პარიზის პროკურატურამ ორ დღეში პრესრელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დუროვი გაურკვეველი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. დუროვის სტატუსი აღნიშნულ საქმეში უცნობია.


close დახურვა