logo
ENG



საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

13 თებ 202317:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/13/ngiwju9jo6tzxth.png

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

საფრანგეთის საელჩოს განცახდებაში ნათქვამია, რომ ლომჯარიას ჯილდო გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუციის სათავეში შეასრულა.

"დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოეწურა.


close დახურვა