logo
ENG



საფრანგეთის საგარეო მინისტრი: საფრანგეთი უკრაინას მხარს ყველა ფორმით დაუჭერს

24 თებ 202217:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/3kvy93k9oh28l39.png
Reuters

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა პრეზიდენტ მაკრონის მიერ გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ, საფრანგეთი უკრაინას მხარს "ყველა ფორმით" დაუჭერს. ლე დრიანს არ დაუკონკრეტებია იგულისხმება თუ არა აქ სამხედრო დახმარებაც.

„ომის გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ამას მოყვება მყისიერი და მასობრივი შედეგები და მძიმე ხარჯი“ - განაცხადა დრიანმა.

რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის ომის გამოცხადების გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტმა მაკრონმა დღეს დილით თავდაცვის საბჭო მოიწვია.

საპრეზიდენტო სასახლის განცხადებით, მაკრონი დილით ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და მხარდაჭერა სთხოვა.

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში "ბარბაროსული შეჭრის" შემდეგ რუსეთისთვის მძიმე სანქციების დაწესებაზე დღეს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებენ.


close დახურვა