logo
ENG



საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

27 სექ 202213:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/r4oytzf0rgxdn6d.jpg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა კიევში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

"რუსეთის ხელისუფლების უპასუხიმგებლო განცხადებებისა და უკრაინის ტერიტორიაზე იმიტირებული რეფერენდუმის უკანონო ორგანიზების კონტექსტში, მინისტრს სურს გამოხატოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და გააძლიეროს მისი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კოლონა უკრაინის დედაქალაქში, კიევში უკვე მესამედ ჩავიდა. 30 მაისს, კიევის გარდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩასაც ეწვია და უკრაინის ხელისუფლებას სამოქალაქო უსაფრთხოების აღჭურვილობა, მათ შორის სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა