logo
ENG



საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ზელენსკის შეხვდება

30 მაი 202213:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/30/lm2v48w3murlmn8.jpg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, კოლონას ვიზიტი არის საფრანგეთის სოლიდარობის დემონსტრირება უკრაინელი ხალხისადმი და მისი მხარდაჭერის გაძლიერება უკრაინის მიმართ.

"[მხარდაჭერა] როგორც ჰუმანიტარული, ისე ფინანსური კუთხით, ასევე თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების თვალსაზრისით," - განაცხადეს სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, კოლონა ასევე ქალაქ ბუჩას ეწვევა და უკრაინის ხელისუფლებას სამოქალაქო უსაფრთხოების აღჭურვილობას, მათ შორის სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანას გადასცემს.


close დახურვა