საფრანგეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მერვედფინალში გასვლას ულოცავს.
"ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ! ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის.
ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
26 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა EURO 2024-ის ჯგუფურ შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა. ისტორიული მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის.
ამ შედეგით საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.