logo
ENG



საფრანგეთის საელჩო: ვიმედოვნებთ, შოვში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს

04 აგვ 202320:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/5js1l5bt1vlznik.jpg

საფრანგეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ.

"საფრანგეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ. ვფიქრობთ, სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. 


close დახურვა