logo
ENG



საფრანგეთმა რუსეთის 60 მოქალაქე ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში შეიყვანა

15 ოქტ 202319:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/15/9p3nkd921tjga7o.jpg

საფრანგეთმა რუსეთის 60 მოქალაქე ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალს დარმანენი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, მან მიიღო ნებართვა გადაუგზავნოს რუსულ მხარეს მოქალაქეების სია, რომელთა დეპორტაცია არის მოსალოდნელი.

"S სიაში რუსეთის 60 მოქალაქეა. მათ შორის არიან ჩეჩნებიც. მანამდე არსებული ინსტრუქციის თანახმად, ჩვენ სისტემატურად ვაძევებდით ქვეყნიდან ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდნენ", - აღნიშნა დარმანენმა.

დარმანენი ამბობს, რომ ხსენებული სიიდან დაახლოებით 40 ადამიანი ციხეში იმყოფება, ხოლო 20-ს დეპორტაცია ემუქრება.

***

უსაფრთხოების ზომები მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გააძლიერეს. მიზეზი ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ არასში მომხდარი თავდასხმაა. 20 წლის ჩეჩენმა დანით ფრანგული ენის მასწავლებელი მოკლა, კიდევ ერთი მასწავლებელი და დაცვის თანამშრომელი კი მძიმედ დაჭრა. თავდასხმის დროს ის ალაჰის სადიდებელ ფრაზას ყვიროდა. პოლიციამ თავდამსხმელი და მისი ოჯახის წევრებიც დააკავა, მათ შორის დედა და ძმა. თავდასხმის შემდეგ სკოლაში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც იმყოფებოდა და ტერორიზმის ბარბაროსობა დაგმო.

 


close დახურვა