საფრანგეთს დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში თავდასხმა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი მანქანით პოლიციელებს შეეჯახა. შედეგად სამართალდამცველმა სხეულის დაზიანებები მიიღეს, ერთ-ერთი პოლიციელი კომაშია.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 წლის თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ჩხრეკისას მას წერილი აღმოუჩინეს, სადაც ის ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთგულებას უცხადებს.
გამოძიებას საფრანგეთის ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებს.