საფრანგეთში გაფიცვის 24-ე დღეა. ქვეყნის დედაქალაქში კვლავ ათასობით ადამიანი გამოვიდა. ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციაზე საპენსიო რეფორმების შეჩერება და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების სასწრაფოდ აღდგენა ითხოვეს.
საშობაო პერიოდში მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მთავრობა სწორედ ამ გზით ცდილობს დრო გაახანგრძლივოს.
რეფორმა, რომლის ინიციატორიც ქვეყნის პრეზიდენტია, საპენსიო ასაკის 60-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.