საფრანგეთში თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა პარიზში მამაკაცს ესროლეს, რომელიც მათ ცივი იარაღით ემუქრებოდა.
პოლიციამ შეტყობინება მიიღო, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე დანით შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. ადგილზე ვითარების შესამოწმებლად სამკაციანი პატრული მივიდა, რა დროსაც ეჭვმიტანილი მათ მოკვლით დაემუქრა. პოლიციამ მამაკაცს 7-ჯერ ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობის დადგენას ცდილობს.