logo
ENG



საფრანგეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

05 მარ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 
moa08e995h77om5.jpg

საფრანგეთში რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა. 

ავარიის გამომწვევი მიზეზი მეწყერი გახდა. მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ და სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. თუმცა მძიმე მდგომარეობაში იყო მემანქანე, რომელიც ავარიის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ავარიის გამო მატარებლებს მიმართულება შეუცვალეს. 


close დახურვა