თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენას საფრთხედ აღიქვამს უკრაინული მხარე. ასეთ შემთხვევაში არ გამოირიცხება უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან ევაკუაცია. ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა. დამატებითი განმარტებები დღეს ანდრი კასიანოვს აღარ გაუკეთებია. მის მიერ დასახელებული საფრთხეების შესახებ ვკითხეთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თუმცა ლაშა დარსალიამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.