logo
ENG



საფუძველს მოკლებულია სანქციებზე საუბარი - უმრავლესობა კონგრესმენების კრიტიკას აფასებს

01 თებ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 
fmekd2xs6fovwmh.jpg

მმართველ გუნდში ისევ ამტკიცებენ, რომ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს არასწორი ინფორმაცია აქვთ. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, ისინი ამერიკელ კოლეგებს რეალურ ვითარებას აჩვენებენ და მათ სისწორეში დაარწმუნებენ. შესაბამისად, მათი ჩასვლა და ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრა აუცილებელია.

"ამერიკისა და ჩვენს ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, რასაც ადასტურებს არაერთი ორმხრივი შეთანხმება. ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, კიდევ უფრო ნაყოფიერ შეხვედრებს და შედეგად გვაქვს მოლოდინი შესაბამის განცხადებების მაღალი თანამდებობის პირებიდან. დაგეგმილია თალაკვაძის ვიზიტი ამერიკაში. საფუძველს მოკლებულია რაიმე სანქციებზე საუბარი",-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

რატი იონათამიშვილის თქმით კი დასავლეთთან კომუნიკაცია სულ უფრო აქტიური და დინამიკურია, რაც საბოლოოდ შედეგებზეც აისახება.

"დასავლეთთან გვაქვს აქტიური, დინამიკური პროცესი და ეს კიდევ უფრო გამძაფრდება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ამას ექნება ობიექტური და შესაბამისი შედეგი", - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

საქართველოს პარლამენტარების ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილია მომავალ კვირას. 


close დახურვა