logo
ENG



საქალაქთაშორისო გადაადგილება ტაქსით გაძვირდა - მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს

24 მარ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.  კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

დილიდან დიდუბის ავტოსადგურზე მიკროავტობუსების ადგილი დაიკავეს ტაქსებმა, დიდუბის ავტოსადგურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ადგილზე სადაც ტაქსები იდგნენ განალაგეს ჯებირები, რასაც ტაქსის მძღოლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 

მოქალაქეები ტაქსის მძღოლების მხრიდან გაზრდილ ტარიფებზე საუბრობენ, მათი თქმით მათ არ შეუძლიათ გაზრდილი თანხების გადახდა, მაგალითად თბილისიდან ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებით მგზავრს 50 ლარის გადახდა მოსთხოვეს, ხოლო გორის მიმართულებით 30 ლარის გადახდა. 

ამას გარდა როგორც, მგზავრები ამბობენ, რომ ტაქსის მძღოლები არ ითვალისიწინებენ მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მათ 2-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობას შეწყვეტა. აკრძალვა ვრცელდება ყველა მიმართულების საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

 


close დახურვა