logo
ENG



საქალაქო სასამართლოში ანა სუბელიანზე თავდასხმაში ბრალდებულის პროცესი გაიმართება

02 მარ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირის პროცესი გაიმართება.

სხდომაზე დღეს დაზარალებულ ანა სუბელიანს გამოკითხავენ, რომელმაც თავდასხმის დროს სახის არეში დაზიანება მიიღო.

სუბელიანი სიძულვილის მოტივზე მიუთითებს და აცხადებს, რომ შემდგომი პრევენციის მიზნით, ის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

„ზუსტად იმიტომ, რომ არ გაჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი და ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ეს პიროვნება კანონის შესაბამისად დაისაჯოს. სამწუხაროდ, აქამდე იმიტომ მოვედით, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვებოდა“, - განაცხადა ანა სუბელიანმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა კინოთეატრთან, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენების დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.


close დახურვა