თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დაცვის მხარემ სხდომაზე შესავალი სიტყვა უნდა წარმოსთქვას, გარდა ამისა მათ შუამდგომლობები აქვთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
როგორც გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, პროცესი არის პოლიტიკურად მოტივით წარმოებული დევნა.
გვარამიას ბრალად ედება, „რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გვარამიას ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გარდა ამისა, მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. ზურაბ იაშვილს, მას ბრალად ედება კომერციული მოსყიდვა - მას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
კახა დამენიას კი გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, მასაც 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.