logo
ENG



საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის დაცვის წევრის პროცესი მიმდინარეობს

29 იან 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჩხრეკასა და კოშაძის დაკავებაში. 

„ბრალდების მხარე დაკითხავს ორ მოწმეს, მათ შორის იმ გამომძიებელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩხრეკაში და პოლიციელს, რომელიც პერიმეტრზე პატრულირებდა. გამომძიებელი ისაუბრებს იმ მოქმედებებზე, რაც მან ჩაატარა“, - აცხადებენ პროკურატურის წარმომადგენლები.

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი გურამ ჩალაგაშვილი კი ამბობს, რომ კოსაძეს იარაღი ჩაუდეს. მისივე განმარტებით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კოშაძის დნმ-ის არსებობას იარაღზე არ ადასტურებს.

„ეს გახლავთ ადამიანი, ვინც აძლევს ჩვენებას, რომ კოშაძის მანქანაში იყო იარაღი. რეალურად, მან და მისმა მეგობრებმა ჩაუდეს იარაღი კობა კოშაძეს და ეს ადამიანები არიან სისტემის სახე. არის სამი მოწმის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნა, რომ იარაღზე კოშაძის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

კოშაძეს გამოძიება, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ედავება. 


close დახურვა