სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დღეს მე-6 მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:03 საათზე დაფიქსირდა და მათი სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადგენდა.
დღეს ბიძგები დაფიქსირდა სოფელ სამებასთანაც - ბოლო 24 საათში საქართველოში 9 მიწისძვრა მოხდა.