საქართველო აშშ-სგან ჯაველინების დამატებით პარტიას შეისყიდის, რაშიც $26 246 866 დაიხარჯება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თავდაცვის სამინისტრო ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემას გამარტივებული წესით შეისყიდის.
მათი ცნობით, ჯაველინებს აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით იყიდიან.